გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში თევზმომშენებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

23-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი მეთევზე ფერმერებს შეხვდნენ.


შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია და, შესაბამისად, აღმოიფხვრას თევზის პროდუქტებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკები.


შეხვედრაზე ფერმერებს თევზის დაავადებების დიაგნოსტირების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს  თევზის დაავადებების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიაში მიწოდების წესი.


ქ. ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ქუთაისის რეგიონულ ლაბორატორიას ეწვია, დაათვალიერა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და თევზის დაავადებების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილ კვლევებს გაეცნო.


ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031