გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

23-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „ელჩების კონფერენცია 2025“ ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ სამუშაო სესიაში: „კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი - რბილი ძალის პლატფორმა დიპლომატიაში“ მიიღო მონაწილეობა.

 

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყურადღება გაამახვილა თანამედროვე დიპლომატიაში განათლების როლის მნიშვნელობაზე და კონფერენციის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე ძირეული რეფორმები გააცნო.

 

გივი მიქანაძემ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

 

„მიმდინარე რეფორმების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე. მიმდინარე წლის განმავლობაში გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა და განხორციელდა სამუშაო ვიზიტი სტრატეგიულ და რეგიონულ პარტნიორ ქვეყნებში. ხელი მოეწერა სამართლებრივი დოკუმენტებს, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ პარტნიორობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, ასევე კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

სამუშაო სესიის დასასრულს, გივი მიქანაძემ დიპლომატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031