გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული კონკურსის „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

24-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული კონკურსის „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსი განხორციელდა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში და მისი მთავარი მიზანი მოსწავლეებში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობის გააზრება, ტყის სექტორთან დაკავშირებული გამოწვევების წარმოჩენა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო. კონკურსში მონაწილეობდნენ IX–XII კლასის მოსწავლეები პროგრამის საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ყვარელი. მონაწილეებმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად წარმოადგინეს კრეატიული პროექტების იდეები, რომლებიც შეეხებოდა ტყის მდგრად მართვას, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს. წარმოდგენილი ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: კრეატიულობა და ინოვაციურობა, გარემოზე გავლენა, განხორციელების შესაძლებლობა და პრეზენტაციის ხარისხი. ასამდე წარმოდგენილი ნამუშევრიდან გამოვლინდა ათი საუკეთესო პროექტი. კონკურსის გამარჯვებულებს 800-დან 1500 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.


 I ადგილზე დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები - ბარბარე ჩიტიშვილი და ნია კირაკოსიანი გავიდნენ;

II ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ზურაბ ჯაველიძემ, ანა თურქაძემ და საბა ჭეიშვილი,

III ადგილზე კი, ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნანა ზუბიტაშვილი, მარიამ უტურაშვილი, ლევან ტუსნიაშვილი და ნიკოლოზ პეტრუზაშვილი გავიდნენ.


მეოთხედან მეათე ადგილების ჩათვლით მონაწილეებს 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს მათში პასუხისმგებლობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ბუნების დაცვისადმი ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი მონაწილეები მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ტყის მდგრად მართვისა და გარემოს დაცვის საქმეში“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევადარიანმა. ადგილზე კი, დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ბოსტოღანაშვილი, მარიამ ალუღიშვილი, თამარი ჩუთლაშვილი და ლიზი ზედელაშვილი გავიდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031