გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: სურსათის ფასების ზრდა სერიოზული გამოწვევაა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასებს ამკვიდრებს

24-12-2025

სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია ცხადყოფს, რომ მთავრობა ზრუნავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბაზრის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასები, რაც სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ სამართლიანობას გააძლიერებს.


„სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია ცხადყოფს, რომ მთავრობა ზრუნავს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე. სურსათის ფასების ზრდა სერიოზული გამოწვევაა და იგი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასებს ამკვიდრებს, სახელმწიფოს ჩართულობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა. პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს საზოგადოებას. შემდგომ ეტაპზე კი შესაბამისი სტრუქტურების მიერ ბაზრის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასები, რაც სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ სამართლიანობას გააძლიერებს“, - წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728