24-12-2025
კარიპაზიმი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიასა და ორთოპედიაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ. მისი აქტიური კომპონენტი, პაპაინი, მიიღება ტროპიკული მცენარე პაპაიასგან (Carica papaya), რომელიც მდიდარია ცისტეინური პროტეინაზებით. ეს ფერმენტები გვეხმარება ქსოვილებში ანთებითი პროცესების შემცირებასა და ნეკროზული ცვლილებების მართვაში.
პაპაინი და მისი დამხმარე კომპონენტები, ქიმოპაპაინი და პეპტიდაზები, აქტიურად გამოიყენება ნევროლოგიური, ქირურგიული და რევმატოლოგიური პრობლემების დროს, რაც კარიპაზიმს მრავალმხრივ ეფექტურ პრეპარატად აქცევს. იგი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.
პრეპარატი გამოიყენება მრავალი მდგომარეობის დროს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:
კარიპაზიმი გამოიყენება როგორც ფიზიოთერაპიის მეთოდით, ასევე პირდაპირ დაზიანებულ უბნებზე. მისი გამოყენების ძირითადი მეთოდებია:
კარიპაზიმის ხსნარები (0.5%, 1% ან 2%) მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ, ნოვოკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარების გამოყენებით. ხსნარით გაჟღენთილი საფენი თავსდება დაზიანებულ უბანზე და ტენგაუმტარი ნახვებით ფარავენ.
პროცედურა, შესაძლებელია, ჩატარდეს სხეულის ზედაპირის 30%-ზე. ნახვევი იცვლება ყოველდღიურად ან ორ დღეღამეში ერთხელ - ამ დროს პაციენტს მკვდარი, ნეკროზული უჯრედებიც უნდა მოვაცილოთ.. მკურნალობის კურსი გრძელდება 4-დან 12 დღემდე - ამას, როგორც წესი, ექიმი განსაზღვრავს.
კარიპაზიმი ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და იშვიათად იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუმცა, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამოვლინდეს, რომლებიც მოიცავს ქავილს ან ტემპერატურის მომატებას.
მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული მწვავე ანთებითი პროცესების დროს და დისკოს თიაქრის სეკვესტრაციისას.
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა უზრუნველყოთ უსაფრთხო და ეფექტიანი მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პრეპარატის გამოყენებამდე ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებში.