გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: პრემიერის ინიციატივა დაიცავს მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან და ამასთან, სოციალურ ეფექტს მოუტანს დაბალშემოსავლიან, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს

24-12-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ფასების შემცირების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელთან დაკავშირებითაც პრემიერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, ფასების შემცირების მიზნით.


ანანიძის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან დაიცავს.


„პრემიერის ინიციატივა დაიცავს მომხმარებლებს არასამართლიანი ფასებისგან და ამასთან, სოციალურ ეფექტს მოუტანს დაბალშემოსავლიან, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს“, - წერს ანანიძე „ფეისბუქზე“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930