გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

24-12-2025

სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზებზე თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. გორისა და ქუთაისის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შემდეგ, მოქმედი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის გამართულ საახალწლო ზეიმს ამჯერად სენაკში, მე-2 ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა.


სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ - გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცეს.


სენაკის სამხედრო ბაზაზე სტუმრებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა. ბავშვებს გასართობ თამაშებში მონაწილეობისა და საყვარელ პერსონაჟებთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. დასასრულს, თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები გადასცა და დამდეგი 2026 წელი მიულოცა.


თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031