გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

24-12-2025

აქტიურად ვმუშაობთ რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციაზე არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და სერვისების გაციფრულებაზე, რის შედეგადაც, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც  რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა.  


„დღევანდელი დღე არის თქვენი პროფესიონალიზმისა და შრომის შედეგი. სწორედ ასეთ პროექტებზე დგას ძლიერი სახელმწიფო და სწორედ ასეთი ნაბიჯებით შენდება საქართველოს უკეთესი მომავალი", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930