გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2032 წლამდე 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

24-12-2025

„ჩვენს ქვეყანას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში განვითარების უდიდესი შესაძლებლობა აქვს. სწორედ ჩვენი ამბიციური გეგმების მისაღწევად, სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2032 წლამდე 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც რკინიგზის შემდგომ განვითარებას 1 მლრდ ლარი მოხმარდება", -  განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სექტორების შემდგომი განვითარების კუთხით მთავრობის ხედვასა და გეგმებზე ისაუბრა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე მომავალი წლიდან დაიწყება რკინიგზის ლოკომოტივების პარკის განახლება და მოძრავი შემადგენლობის გაფართოება. გარდა ამისა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რკინიგზის საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, ასევე არსებული  ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და  სერვისების გაციფრულებაზე.


„შედეგად, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის, თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მგზავრობის დროს 30 წთ-ით შევამცირებთ. 2026 წელი ასევე გამორჩეული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადაყვანითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულებით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 


ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესი, მშვიდობის პოლიტიკის განუხრელად გატარებასთან ერთად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე გადის. 


„ყოველი ინიციატივა, ნებისმიერი ახალი თუ მიმდინარე პროექტი, ემსახურება სწორედ ამ ერთადერთ მიზანს - მივიღოთ უკეთესი, უფრო განვითარებული, უკეთ მცხოვრები, მშვიდობიანი და ერთიანი ქვეყანა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031