გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

25-12-2025

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ე.წ. ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთეს. საუბარია სურსათის ფასების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ბიზნესს არც სათანადო პასუხისმგებლობა აქვს და არც მორალური საზღვრები.


„როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ე.წ. ექსპერტებმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთეს. საუბარია სურსათის ფასების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე. ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სურსათზე ფასები უკონტროლოდ არის გაზრდილი და სახელმწიფოს ჩარევას მოითხოვდნენ, დღეს სრულიად საპირისპირო პოზიციას იკავებენ, ისინი ფაქტობრივად იცავენ მაღალ ფასებს და სახელმწიფოს აკრიტიკებენ. ამავე დროს, სწორედ ამ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავენ და ქართველ ხალხს უკეთეს მომავალს სთავაზობენ. რეალურად კი მათი პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის კეთილდღეობას. სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი სრულიად ლეგიტიმური და აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ბიზნესს არც სათანადო პასუხისმგებლობა აქვს და არც მორალური საზღვრები, რომლებიც ალოგიკური და უსამართლო ფასების დაწესებისგან შეაკავებდა“, - წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031