გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის „აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო

25-12-2025

„ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.


შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ამბობს, რომ მშვიდობით, ინვესტიციებით და სუვერენიტეტით, ევროკავშირი საქართველოს მიღებაზე უარს აცხადებს და სვამს რიტორიკულ კითხვას, თუ რა უნდა უპასუხოს ხალხმა მათ.


„ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ სურსათზე დაბალი ფასები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება და საქართველოს მთავრობა, ხალხზე ზრუნვით ქვეყანას ევროკავშირში ვერ გააწევრიანებს. არა რუსულ დაბალ ფასებს!!! მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის „აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო… და რა ვუპასუხოთ…?“, - წერს შაქარიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930