გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე „ზოომარტის“ განცხადებაზე, რომ 2026 წლიდან აიკრძალება შინაური ცხოველების დაშვება დახურულ სავაჭრო სივრცეში: მივმართავ „ზოომარტს“, ან წარმოადგინოს მუხლი, რომლითაც ამგვარი რეგულაცია შედის ძალაში, ან მოვითხოვ, ოფიციალურად მოიხადოთ ბოდიში

25-12-2025

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ერთ-ერთი ზოომაღაზიათა ქსელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ „2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს შინაური ცხოველების დაშვებას დახურულ სავაჭრო სივრცეში“.


მაია ბითაძე აღნიშნულ ზოომაღაზიას მიმართავს და მოუწოდებს, წარმოადგინოს მტკიცებულება, ან ბოდიში მოიხადოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისთვის.


„Zoomart - „ზოომარტი“ - მივმართავ „ზოომარტს“!!! ან წარმოადგინოს მუხლი, რომლითაც ამგვარი რეგულაცია შედის ძალაში 2026, ან ნებისმიერი სხვა წლიდან, ან მოვითხოვ, ოფიციალურად და საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებისთვის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისთვის!!! კმარა ამდენი ტყუილი!“, - წერს ბითაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930