გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ

26-12-2025

მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ, - ამის შესახებ განცხადებას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით.


„იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.


იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 5 იანვარი.


ის პირები, რომლებსაც ცნობის (აპოსტილი/ლეგალიზაცია) გატანა უწევთ 2026 წლის 1-ელ, 2 ან 3 იანვარს, ცნობის გატანას შეძლებენ 5 იანვარს. სხვა შემთხვევაში ცნობების დამზადების ვადა აითვლება კანონით განსაზღვრულ ვადებში“, - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031