გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

26-12-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად საახალწლო დღესასწაული ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში აღინიშნა.


დამდეგი შობა-ახალი წელი მოქმედი, დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მიულოცეს.


სტუმრების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუამ და მომღერლებმა იზრუნეს. ბავშვები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიების ბოლოს საჩუქრებიც მიიღეს.


თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია, მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები უკვე ჩატარდა გორში, ქუთაისსა და სენაკში მდებარე სამხედრო ბაზებზე. საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება კი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031