გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პირებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას არ იღებდა: ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე - არაო

27-12-2025

“ხალხი ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმიანება.


ახალაია, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა, ამ ადამიანებთან, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, სახელმწიფოს გადატრიალებას? - ახალაია პასუხობს, “ეგ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.


მეგრელიშვილმა ახალაიას პასუხი მიიჩნია იმის დასტურად, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა ნამდვილად გეგმავდნენ სახელმწიფოს გადატრიალებას, ხოლო თვითონ არა. “ბურჭულაძემ და ზოდელავამ კი, მე - არაო”- წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031