გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩერგოლეიშვილი ბაჩო ახალაიას ცოლზე: უსაფუძვლოდ ამბიციური და უტვინო მანიაკია; ეს ბირთვული დებილი კიდევ რომ არ ისვენებს...

27-12-2025

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილს, ჯღარკავას და სადღობელაშვილს ბაჩო ახალაიას დაჭერა ერთნაირად გაუხარდათ.

 

„როცა ისეთი უსაფუძვლოდ ამბიციური და უტვინო მანიაკი ხარ, რომ ქმრის წინააღმდეგ, "დამხობის საქმეზე" შენივე საჯარო პოსტებს იყენებენ და მაინც არ ისვენებ, მაინც თვითდესტრუქციის სპირალში ხარ, მაინც კატას თხრი.

 

აი ამ სიმართლით ივლის ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაია, მისი მოდგმა, ასევე ამ პოსტის ყველა დამლაიქებელი, რომ ან ახალაიას დაჭერა გამიხარდა, ან ამ გომბიოს გათავისუფლება მეწყინა - ბუნების კანონზომიერებაა და აუცილებლად ამ სიმართლით ივლის.

 

ეს ბირთვული დებილი, კიდევ რომ არ ისვენებს“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

„როგორც ჩანს ჩერგოლეიშვილი ჩვენს წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს და ჩვენი საქმის ერთადერთი მთავარი მოწმეც გახდება ბედუკაძესავით“ - წერს ნადარეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031