გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ბაჩო ახალაიაზე: ასეა თუ ისე, აღიარება გამოუვიდა, თან ცოლის IP-ით სარგებლობდა და ეგონა ვერ მიაკვლევდნენ?!

27-12-2025

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ბაჩო ახალაიას მიერ 9 ოქტომბერს, თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს ეხმიანება, რომელშიც, კითხვაზე, გეგმავდა თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, ახალაიამ შემდეგნაირად უპასუხა: „ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ“.


ანჯაფარიძის შეფასებით, ახალაიას მაინც დანაშაულის აღიარება გამოუვიდა.


„ასეა თუ ისე, აღიარება გამოუვიდა. თან ცოლის IP -ით სარგებლობდა და ეგონა ვერ მიაკვლევდნენ?!“, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუსმა ბაჩო ახალაია დააკავა.


უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია“.

მათივე განმარტებით, ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთან კომუნიკაცია, მეუღლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული აიპი მისამართის საშუალებით ხორციელდებოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930