გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

28-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია პლასტიკის პარკების მწარმოებლებს შეხვდნენ.


სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, პლასტმასის ნარჩენებით, მათ შორის პლასტიკის პარკებით დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფომ პლასტიკის გამოყენების შემცირების მიზნით დაიწყო რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.


„გადაწყვეტილებას შესაბამის ბიზნესექტორთან თანამშრომლობით და კონსულტაციებით ვიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც; მოგეხსენებათ, მიერთებული ვართ მაღალი ამბიციის კოალიციას, ასევე ნულოვანი ნარჩენების ინიციატივას, რაც სურსათთან მიმართებაში პლასტიკის გამოყენების მაქსიმალურად შემცირების პასუხისმგებლობას გვაკისრებს.  ვიმედოვნებ, კოორდინირებული თანამშრომლობით შევიმუშავებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ბიზნესისთვის მისაღები და სახელმწიფოსთვის აღსრულებადი იქნება“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


მნიშვნელოვანია, რომ პლასტიკის მოხმარების შემცირების რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის  დადგენილება, რაც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031