გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ტურიაშვილი ოპოზიციის აქტივისტებს: შერმადინს, ლეგენდა კალათბურთელს, პრემიერისადმი ნათქვამი გულწრფელი მადლობა არ აპატიეთ და ყველამ ერთიანი ფრონტით გადაუარეთ, იგივე გაუკეთეთ ქართველ ფეხბურთელებსაც, მაგრამ, ჭყონიას გადაეფარეთ დამცველებად

28-12-2025

„აი, აკაცუკებო, ვინ ხართ სინამდვილეში! შერმადინს, ჩვენს ლეგენდა კალათბურთელს პრემიერისადმი ნათქვამი გულწრფელი მადლობა არ აპატიეთ და ყველამ ერთიანი ფრონტით გადაუარეთ. იგივე გაუკეთეთ ქართველ ფეხბურთელებსაც. მაგრამ ჭყონიას გადაეფარეთ დამცველებად, თქვენს საყვარელ ნანუკასთან ერთად“, - ასე ეხმიანება არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი ოპოზიციონერი ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ჭყონია აფინანსებს ყველა ოპო ტელევიზიას და სწორედ, მისი დამსახურებით დგანან ისინი ფეხზე.


ტურიაშვილი მიმართავს ოპოზიციონერ აქტივისტებს - „თქვენ გამორჩეულად მხოლოდ ისინი გიყვართ, ვინც ფულს გაძლევთ” და მათ ფულზე გაყიდულ უსამშობლოებს უწოდებს.


„აი, აკაცუკებო, ვინ ხართ სინამდვილეში! შერმადინს, ჩვენს ლეგენდა კალათბურთელს პრემიერისადმი ნათქვამი გულწრფელი მადლობა არ აპატიეთ და ყველამ ერთიანი ფრონტით გადაუარეთ. იგივე გაუკეთეთ ქართველ ფეხბურთელებსაც. მაგრამ ჭყონიას გადაეფარეთ დამცველებად, თქვენს საყვარელ ნანუკასთან ერთად. ფულს გვაძლევდაო და თუ ვაწყენინებთ აღარ მოგვცემსო. მთელი მისი პოსტის შინაარსი ეგ იყო და უნდა ნახოთ, რამდენი აკაცუკა უწერდა კომენტარში რომ მართალი ხარო, მერე გწყინთ, ფულზე გაყიდულ უსამშობლოებს რომ გეძახით აკაცუკებო..თქვენ „გამორჩეულად მხოლოდ ისინი გიყვართ, ვინც ფულს გაძლევთ“, ხვალ რომ ბრიუსელიდან შეგიწყვიტონ დაფინანსება და ჩრ.კორეამ დაგაფინანსოთ, ეგრევე კიმ ჩენ ინის მოყვარულებად გადაიქცევით..”, - წერს ქეთევან ტურიაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930