გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი „ტვ პირველის” სიუჟეტზე: საქართველოს მოსახლეობა ამ პროპაგანდას არ აჰყვება, მათ კარგად ესმით, რომ ერთი კვირის განმავლობაში რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდებოდა, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება, ფასებიც აუცილებლად დაიწევს

28-12-2025

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ შარმანაშვილი „ტვ პირველის” სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შემდეგ, ბაზარზე ფასებს არ დაუწევია.


შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ ერთ კვირაში რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდება, შესაბამისად, ამგვარ პროპაგანდას ხალხი არ აჰყვება.


„საქართველოს მოსახლეობა ამ პროპაგანდას არ აჰყვება. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაანონსებული ნაბიჯებიდან, რა თქმა უნდა, რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდებოდა, მაგრამ ეს რადიკალური ცვლილებები აუცილებლად მოხდება, ფასებიც აუცილებლად დაიწევს და ეს ადამიანები, რომლებიც გადასული არიან ხალხის ძარცვაზე, თავიანთ ადგილს იპოვიან საქართველოს საზოგადოებაში”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930