გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს

28-12-2025

კულმინაცია იყო, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აქციას, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო „მშვიდობიანი დამხობა", ანუ დამხობის აქტს პირდაპირ გამოუცხადეს მხარდაჭერა უმაღლესი ტრიბუნიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში"  განაცხადა.


პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან სამწუხარო და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. 


„ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და დასანანია. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს" , -  განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31