გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

29-12-2025

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა სოფელ ტალერში გამოავლინეს. მოქალაქე ავტომანქანით 21 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ტოტების უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. 


სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც. წინასაახალწლო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ თბილისში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 6 ერთეული წიწვოვანი-ხე მცენარე.


სამართალდამრღვევების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების დაზიანებაზე, უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება რეალიზაციის ადგილებზე.


დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, საახალწლოდ არჩევანი ხელოვნურ ნაძვზე გააკეთონ, ან წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონიერი გზით. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031