გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში, რამდენიმე ოჯახმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავება სცადა

27-11-2018

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, რამდენიმე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობდა.

 

შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ისინი სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები არიან.

 

შეკრებილმა ერთი თვის წინ აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს, თუმცა სამართალდამცველებმა გამოასახლეს.

 

ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე მივიდა. მისი განცხადებით, საკითხს ბათუმის მერიასთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყდება,  იქ მყოფი ოჯახებიდან ვის რა დახმარება ეკუთვნის. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930