გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ახალ სოციალური სახის შეღავათებს სთავაზობს

30-12-2025

კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მემორანდუმების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ შეთავაზებულ სერვისებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ.


მემორანდუმი გაფორმდა თავდაცვის სამინისტროსა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „მამულიშვილთან“, ა(ა)იპ „პასკალი“ რობოტექნიკისა და ელექტროობის სასწავლებელთან, „კემბრიჯ ედუქეიშენ ჰაუსთან“, რეაბილიტაციის ცენტრ „ნაიოსთან“ და ანაკლიაში სასტუმრო „თეთრი სახლთან“.
მემორანდუმის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, საშუალება ეძლევათ შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ აღნიშნული კომპანიების მომსახურებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031