გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საირმეში, მდინარე წაბლარის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

30-12-2025

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000  ქვირითი   საირმეში, მდინარე წაბლარის შენაკადებში  განთავსდა.


განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში თავსდება, სადაც იგი ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.


ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.


„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.


2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031