გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული პროექტები რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში, რათა ქვეყანამ შეამციროს ენერგოიმპორტზე დამოკიდებულება და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით გახდეს სრულად თვითკმარი

30-12-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის ახალი მიდგომები განიხილა. მინისტრმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების საჭიროებებსა და მათი განხორციელების პროცესში სახელმწიფოს როლზე გაამახვილა.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და იმ ინსტრუმენტების გააქტიურებაზე, რომელიც მსხვილი და კომპლექსური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.


„ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ მომდევნო წლის დასაწყისში სექტორს, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც არის და იქნება მნიშვნელოვანი ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, წარმოვუდგინოთ სახელმწიფოს პოზიცია, თუ როგორ შეძლებს ის, გვერდში დაუდგეს ასეთი მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განსხავებული მიდგომით მხარდაჭერას, რაც შეიძლება, სხვადასხვა ინსტრუმენტებში აისახოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სექტორის ინტეგრაციას არსებულ პროგრამებში, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში" გეგმავს.


მინისტრის თქმით, სახელმწიფო ინიციატივები ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს: ჯარიმების პატიებაზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყებას ინვესტორებთან ურთიერთობაში, კვოტების მკაფიო დაგეგმვას, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციების ჩარჩოს განსაზღვრას და მსხვილი პროექტებისთვის მხარდაჭერის მექანიზმების შექმნას.


„ჩვენი სამინისტროს მთავარი მიზანია, ენერგეტიკული პროექტები რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში, რათა ქვეყანამ შეამციროს ენერგოიმპორტზე დამოკიდებულება და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით გახდეს სრულად თვითკმარი ",  – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031