გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო შატბერაშვილი: იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც კეთილდღეობის მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს; ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლების პოზიცია, რომ 2030 წლისათვის ყველაზე მომზადებული ვიქნებით გაწევრიანებისათვის

30-12-2025

პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი საქართველოს საგარეო კურსის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს.


მისი განცხადებით, ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რაც ორი ათეული წლის წინ იყო, ამ ფონზე, ხელისუფლების მტკიცება, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, მიუღებელია და კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, ის ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება.


„იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს. ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ 2030 წლისათვის, საქართველოს მთავრობა ყველაზე უფრო მომზადებული იქნება დანარჩენ [კანდიდატ] წევრებს შორის, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა, უნდა გადასცეს „ენჯეოკრატიას“ ხელისუფლება. თუ არ აპირებს, მაშინ, უნდა განაცხადოს მკაფიოდ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ჩვენ ვაუქმებთ 78-ე მუხლს კონსტიტუციაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031