გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი: სირიაში ასადის რეჟიმი ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა რეჟიმმა ჩაანაცვლა, ირანელების ნაცვლად იქ თურქები მოვიდნენ

30-12-2025

ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის „ისრაელი ჩვენი სახლი“ ლიდერმა, ავიგდორ ლიბერმანმა, კომენტარი გააკეთა რეგიონში არსებულ ვითარებაზე.


მან ყურადღება გაამახვილა ღაზაზე და განაცხადა, რომ თუ თურქეთი სირიასა და ღაზაში თავის პოზიციებს გაამყარებს, ამ რეგიონებიდან მის გაძევებას ვერავინ შეძლებს.


როგორც ლიბერმანმა აღნიშნა, რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა, შესაბამისად, ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს.


„რა მოხდა სირიაში? ასადის რეჟიმი ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა რეჟიმმა ჩაანაცვლა. ირანელების ნაცვლად იქ თურქები მოვიდნენ და უკვე ამონტაჟებენ სამხედრო აღჭურვილობას. არავის უკითხავს ჩვენი აზრი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების თაობაზე. ამ ყველაფერთან ერთად, თურქეთის გამოჩენამ ღაზაში რეგიონში ძალთა ბალანსი მკვეთრად შეცვალა. ამიტომ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს.“ - განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930