გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

31-12-2025

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 200 000 ქვირითი სვანეთში, მდინარე ენგურის  შენაკადებში  განთავსდა.


განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.


ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.


„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031