5-01-2026
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა USAID-ის პოლიტიკაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში.
„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია თავად ამხელს თავიანთ მსხვილ ორგანიზაციას, USAID-ს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადეს, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყნებში, ამით ყველაფერი ნათქვამია. მეორეს მხრივ, როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირდაპირ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და განაცხადა, რომ დაახლოებით 8% ხმარდებოდა USAID-ის მიერ დეკლარირებულ საქმიანობას იმ თანხიდან, რა თანხასაც USAID-ი იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, ხოლო 92% ხმარდებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა USAID-ს და რომელიც ხმარდებოდა ქვეყნებში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ქვეყნის ჰარმონიული ცხოვრების წესის დარღვევას და ა.შ. ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათქვამია”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ცნობისთვის, ამ თემაზე შეფასება გააკეთა კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა, რომლის განცხადებით USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.
| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||