გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი: იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც იყვნენ USAID-ის მესვეურები აღიარებენ, რომ მას თავის საქმიანობაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული ჰქონდა სწორედ ისეთ საქმიანობაზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა აშშ-ის იმიჯის დაქვეითებას

5-01-2026

„იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც იყვნენ USAID-ის მესვეურები აღიარებენ იმას, რომ USAID-ს სამწუხაროდ თავის საქმიანობაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული ჰქონდა სწორედ ისეთ საქმიანობაზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა აშშ-ის იმიჯის დაქვეითებას“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.


მისივე თქმით, ხდებოდა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არალეგიტიმური ჩარევა დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლების სახელის საფარქვეშ.


„ამასთან დაკავშირებით ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოც ხმამაღლა საუბრობდა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


ცნობისთვის, კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის ილონ მასკის განცხადებით, USAID არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031