გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: ბრიუსელის პოლიტიკა მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იყოს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვისაუბროთ ურთიერთობის დარეგულირებაზე

5-01-2026

„ბრიუსელის პოლიტიკა მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იყოს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ, კერძოდ, საქართველოსკენ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვისაუბროთ ურთიერთობის დარეგულირებაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.


მისი თქმით, ბრიუსელი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით.


„ბრიუსელის პოლიტიკა არ არის დამყარებული მყარ საფუძვლებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში არსებული ვითარებას, განვითარების რეალურ ანალიზს. ეს ყველაფერი მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იქნეს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ და კერძოდ, საქართველოსკენ, რომელიც შეიძლება გამოდგეს ტრიგერი უშველებელი არეულობისათვის, დაძაბულობისათვის, რომელიც სამხრეთ კავკასიას ემუქრება თუ კი ბრიუსელის პოლიტიკა განვითარდა.


ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ, ყოველ დღე ვადევნებთ თვალს არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უახლოეს მომავალში ურთიერთობის დარეგულირებაზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გზიდან უნდა გადავუხვიოთ. ჩვენი სტანდარტი არის ზუსტად ის, რასაც თუნდაც ევროსაბჭო ყოველკვირეულად აქვეყნებს საქართველოს წარმატებების შესახებ ნებისმიერი მიმართულებით ჩვენ წინ ვართ, ჩვენ ეს ვიცით და ამ გზას არ გადავუხვევთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930