გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: არავითარი მოლოდინი არ გვაქვს ევროკავშირში მოქმედი არარჩეული ბიუროკრატიისგან, რომლის უკანაც კორუფციული გარიგებების მხილებათა კასკადი არსებობს - ჩვენ გადავდგამთ მხოლოდ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია ჩვენი ხალხისთვის

5-01-2026

„ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატიის იმედი, ჩვენ კი არა, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ. რა იმედი შეიძლება გვქონდეს ჩვენ, როდესაც მათ უკან დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ ანგრევენ ევროკავშირის ეკონომიკას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ 2026 წელს ევროკავშირთან ურთიერთობის მოლოდინების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მისი თქმით, მმართველ გუნდს მოქმედი ბიუროკრატიისგან არავითარი მოლოდინი არ აქვს, ხელისუფლება კი მხოლოდ იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება აუცილებელი.


„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეკონომიკის რეცესიაა, მოსახლეობის სოციალური დონეც არ იზრდება ისე, როგორც უნდა იზრდებოდეს. ჩვენც, რა თქმა უნდა, არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, მოქმედი არარჩეული ბიუროკრატიისგან, რომლის უკანაც კორუფციული გარიგებების მხილებათა არაერთი კასკადი არსებობს. ჩვენ მხოლოდ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქართველი ხალხისათვის, საქართველოს თითოეული მოსახლისათვის და ვიქნებით ერთი იდეისა და აზრის გამტარებელი, რომ საქართველოს შესახებ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930