გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტივ უიტკოფი: ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რაც დიდ შესაძლებლობებს ნიშნავს უკრაინელი ხალხისთვის, რომლებიც ომიდან ბრუნდებიან და შესანიშნავ სამუშაო ადგილებს იპოვიან, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ BlackRock-თან და ლარი ფინკთან

7-01-2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ჩართული მხარეები ახლოს არიან "მყარი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან".


უიტკოფის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება უკრაინელი ხალხისთვის დიდ შესაძლებლობებს ნიშნავს, ვინაიდან მათ ექნებათ კარგ სამუშაო ადგილებზე წვდომა, ამ საქმეში კი, მისივე თქმით, აქტიურადაა ჩართული კომპანია BlackRock-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ფინკი.


"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, უაღრესად მყარი კეთილდღეობის შეთანხმების დასრულებასთან, როგორიც კონფლიქტებიდან გამოსულ ქვეყნებს პრაქტიკულად არ ჰქონიათ. ეს, რა თქმა უნდა, დიდ შესაძლებლობებს ნიშნავს უკრაინელი ხალხისთვის. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომიდან ბრუნდებიან და იქ [უკრაინაში] შესანიშნავ სამუშაო ადგილებს იპოვიან. ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ BlackRock-თან და ლარი ფინკთან და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის მოსახლეობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია და თანამშრომლობს უსაფრთხოების მექანიზმებთან", - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728