გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: მშვიდობა თუ იქნება, ჩვენ შეგვიძლია, უკრაინაში რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ

8-01-2026

მას შემდეგ, რაც დასავლელი მოკავშირეები კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია, მშვიდობის დროს უკრაინაში რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.


„ზუსტი დეტალების თქმა არ შემიძლია, ჩვენ ჯერ კიდევ დისკუსიის პროცესში ვართ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში. მშვიდობის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული ჯარისკაცი“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.


ამასთან, რობერტას კაუნაისის თქმით, ლიეტუვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში წვლილს თავადაც შეიტანს, თუმცა მას არ სურს, დააკონკრეტოს, რა საშუალებებით შეუძლია ქვეყანას ამის გაკეთებას.


„არ მინდა, რამეზე ყურადღების გამახვილება, რათა მოგვიანებით ეს ტყუილს არ დაემსგავსოს. თავადაც ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო მიზნის შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930