გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო - Raimond Palace

8-01-2026

ზამთრის ტურისტული სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Raimond Palace • რაიმონდ პალასი-ს მმართველი კომპანია „კა გრუპის“ დამფუძნებელმა, ირაკლი ჭიღლაძემ განუცხადა.


მისი თქმით, წინასწარი ჯავშნების მიხედვით, 15 მარტამდე სასტუმრო უკვე 60%-ით არის დატვირთული.


„2025 წლის 15 დეკემბრიდან დატვირთულობამ 60%-ს გადააჭარბა. შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, 29 დეკემბრიდან დაახლოებით 15 იანვრამდე 95–97%-იანი დატვირთულობა გვაქვს. ზოგადად, ძალიან კარგი სეზონი ჩანს. წინასწარი ჯავშნების მიხედვით, დაახლოებით 15 მარტამდე პერიოდი თითქმის 60%-ზე მეტ დატვირთულობას აჩვენებს თითოეულ დღეზე.


ბაკურიანში ზოგადად ჭარბობენ ქართველი დამსვენებლები. რაც წელს დაემატა, წინა წლისგან განსხვავებით, არის ის, რომ სპორტული მივლინებები ბევრად უფრო დიდი რაოდენობით განხორციელდა, ვიდრე გასულ წლებში. წელს უკვე ხუთი სპორტული ჯგუფი გვყავს, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ ორი ჯგუფი იყო და ისინიც საკმაოდ მცირე რაოდენობის. ასევე, საოჯახო დასვენებისთვის ბაკურიანი ინტენსიურად გამოიყენება.


რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს, ახალი წლის პერიოდში ყოველთვის გვყავდა და ახლაც გვყავს მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრები, ძირითადად სომხეთიდან. ასევე გვყავს სტუმრები ფილიპინებიდან, ტაილანდიდან და ინდოეთიდან, აგრეთვე გალფის ქვეყნებიდან, რომელთაც თოვლი განსაკუთრებით უყვართ“, - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031