გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამ ეტაპისთვის სასტუმრო სრულად არის დატვირთული - Bristol Hotel & Spa Bakuriani

8-01-2026

ზამთრის ტურისტულ სეზონს Bristol Hotel & Spa Bakuriani სრული დატვირთვით შეხვდა. როგორც Business Insider Georgia-სთან Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების მენეჯერმა, ანი ბერუაშვილმა განაცხადა, 14 იანვრის ჩათვლით სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული.


„ჩვენი სასტუმრო სეზონურია და, შესაბამისად, მიმდინარე სეზონზე 20 დეკემბერს გავიხსენით. რაც შეეხება დატვირთულობას, 27 დეკემბრიდან დღემდე სასტუმრო სრულად არის დატვირთული. ასევე, 14 იანვრის ჩათვლით სრული დატვირთვა გვაქვს. გვყავს როგორც ადგილობრივი სტუმრები, თუმცა წელს მნიშვნელოვნად ჭარბობენ Booking-ის მეშვეობით დაჯავშნილი უცხოელი სტუმრები - რუსები, უკრაინელები, ყაზახები და სომხები. სხვათა შორის, ევროპიდანაც გვყავდა სტუმრები - დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და შვეიცარიიდან. წელს ძალიან კარგი სეზონია. რაც შეეხება ბაკურიანში ტურისტულ სეზონს, სხვა სასტუმროებთანაც მაქვს კომუნიკაცია და მათთანაც ანალოგიურად ძალიან კარგი დატვირთულობაა. ტრასებს რაც შეეხება, ისინი მოწესრიგებულია და კარგ მდგომარეობაშია. სტუმრები აქტიურობენ. პრობლემა, რომელიც ბაკურიანს ბევრი სტუმრის ჩამოსვლის დროს აქვს, ინტერნეტია“, - აღნიშნა ანი ბერუაშვილმა.


სასტუმრო სეზონს მარტის შუა რიცხვებში ან მარტის ბოლოს ხურავს, რაც ამინდსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ირკვევა, რომ Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს მაგალითზე უფრო გააქტიურდა sogenannte „ბოლო წუთის“ ჯავშნები.


„სეზონის განმავლობაში წინასწარი ჯავშნებიც არის, თუმცა წინასწარი დაჯავშნების მიმართ მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა - უფრო ხშირად შემოდის „ბოლო წუთის“ ჯავშნები როგორც უცხოელი ტურისტების, ისე ქართველი დამსვენებლების მხრიდან. მიუხედავად ამისა, დატვირთვის ზრდას ველოდებით, რადგან მოთხოვნა მაღალია“, - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.


Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების მენეჯერის თქმით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა სასტუმროს მომსახურების ფასებიც.


„ფასების მატება დაფიქსირდა, რადგან მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი გახდა“, - ამბობს ანი ბერუაშვილი.


ბუტიკ-ჰოტელი Bristol Bakuriani მდებარეობს კოხტას სათხილამურო ტრასებიდან სულ რაღაც 500 მეტრში და რეგიონში არსებული სხვა ღირსშესანიშნაობების სიახლოვეს. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 40 კომფორტულ ნომერს, რომლებიც იდეალურია როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი მოგზაურებისთვის.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს განთავსების ახალ კონცეფციას, რომელიც აერთიანებს ელეგანტურობასა და კომფორტს და აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებსაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031