გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი ე.წ. კამიტით თითქოსდა მოწამვლის თემაზე რადიკალების მორიგ კამპანიაზე: ეჭიდებიან ხავსს. ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ. დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა

9-01-2026

ეჭიდებიან ხავსს. ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ. დაინახეს, რომ თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ე.წ. კამიტით თითქოსდა მოწამვლის თემაზე რადიკალების მორიგ კამპანიას.


მისი თქმით, საზოგადოება მორიგ სიყალბეს არ და ვერ დაიჯერებს და რადიკალები ვერ შეძლებენ ამ თემიდან სკანდალის შექმნას.


„საზოგადოება ვერც დაიჯერებდა იმიტომ, რომ იყო აშკარა ტყუილი და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას. მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, გაიგო. ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.


ე.წ. „კამიტით“ მოწამვლის კამპანიის ჩავარდნის შემდეგ, ახლა ახალი კამპანია წამოიწყეს. თემის აქტუალიზაციისთვის გაავრცელეს ვიდეო - მიმართვა და დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვენ.


გავრცელებული ინფორმაციით, კამპანიას იმისთვის, რომ თემა არ დაიხუროს და საკითხით სპეკულაციები გაგრძელდეს, ნიკა გვარამია ციხიდან ორკესტრირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930