გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: არავინ საუბრობს აშშ-თან დაკავშირებით, სადაც გამოყენებულ იქნა ის საშუალება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული მასების მართვის ერთ-ერთ საშუალებად, მხოლოდ საქართველოში მოიწამლნენ თურმე ადამიანები, რომელთა საქმეც საბოლოო ჯამში გაპუტუ

9-01-2026

„არავინ საუბრობს აშშ-თან დაკავშირებით, სადაც გამოყენებულ იქნა ის საშუალება, რომელიც კანონით, საერთაშორისო პრაქტიკით არის გათვალისწინებული, ქიმიური ნივთიერება გამოყენებული მასების მართვის ერთ-ერთ საშუალებად“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


გორდულაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არავინ საუბრობს, მხოლოდ საქართველოში დავიდა საკითხი გაპუტულ თუთიყუშამდე.


„იქ არავინ არ საუბრობს ადამიანების მოწამვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მოიწამლნენ თურმე ადამიანები, რომელთა საქმეც საბოლოო ჯამში გაპუტულ თუთიყუშამდე და პატრონზე გაბრაზებულ ძაღლამდე არის დასული. ახლაც სავარაუდოდ ამ თუთიყუშზე და ძაღლზე მოუყვებიან სხვადასხვა უცხოურ ტელევიზიას, თუ უცხოელ აქტორს საქართველოში მოქმედი აგენტურის წარმომადგენლები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930