გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავა

10-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი: - 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 1994 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას.


თავდასხმის შედეგად, პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031