გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი გაეროს პროგნოზზე, რომ საქართველო 2026 წელს ამიერკავკასიის ლიდერი იქნება: გაეროს პროგნოზი და არსებული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი სწორი გეზი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას

10-01-2026

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეხმიანება გაეროს პროგნოზს, რომლის თანახმადაც საქართველო ამიერკავკასიაში 2026 წელს ლიდერი ქვეყანა იქნება.


სოსიაშვილის განცხადებით, გაეროს პროგნოზი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი სწორი გეზი უჭირავს საქართველოს ხელისუფლებას.

„გაეროს პროგნოზი და არსებული კვლევები აჩვენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი სწორი გეზი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ეს შედეგები სახეზეა.


ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი სახელმწიფო, მისაბაძი სახელმწიფო ყველასთვის, თუ როგორ უნდა განავითაროს ხელისუფლებამ სწორი გეზით ქვეყნის მომავალი და როგორ უნდა იქნეს შემდეგ აგებული ამ ყველაფერზე ეკონომიკა. ეს არის ამის დამადასტურებელი“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


გიორგი სოსიაშვილი ბრიუსელის გეგმაზე: წარმოუდგენელ თანხაზეა საუბარი, 8 მილიარდზე და 600 %-იან ზრდაზე, რომელიც უნდა წავიდეს გიგაურების და სხვა ენჯეოების ჯიბეებში. მათი მთავარი მიზანი არის ამ აგენტურული ძალების გამოკვება, რომ როგორმე ამ ფულით წყურვილი გაუღვიძონ და ხალხი გამოიყვანონ რევოლუციური სცენარის სისრულეში მოსაყვანად.


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ბრიუსელის მიერ ენჯეოსექტორისთვის 8 მილიარდის გადარიცხვის საკითხს ეხმიანება.


სოსიაშვილის განცხადებით, საუბარია წარმოუდგენლად დიდ თანხაზე, რომელსაც აქვს ერთადერთ დანიშნულება, რომ გამოკვებონ

აგენტურულ ძალა, რათა მათ შემდეგ ხალხში რევოლუციური სცენარები გააღვიძონ.


„იმ ფონზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ USAID-ზე ღიად თქვა, რომ ეს არის ორგანიზაცია მავნებლურ საქმიანობას ეწოდა და უამრავ ქვეყანაში აფინანსებდა ე.წ ფერად რევოლუციებს, გადატრიალებებს, არჩეული ხელისუფლებების მიმართ რევოლუციურ გამოხტომებს, USAID-ის მავნებლური საქმიანობის ჩანაცვლებას აპირებენ ახლა ევროკავშირის ეს ბიუროკრატები, რომლებიც ასე უღვთოდ ძარცვავენ ევროპის მოსახლეობას.


საიდან არის ეს თანხა კითხვა იბადება, ეს არის ევროპელი გადამხდელების თანხა, რომელიც მიემართება მათი მხრიდან აი ამ აგენტურული ძალების დაფინანსებისკენ. რათა მოახდინონ არეულობა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში და თავიანთი სასურველი აგენტურული ძალა მოიყვანონო.


მთავარი ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ამის განხორციელება. წარმოუდგენელ თანხაზეა საუბარი 8 მილიარდზე და 600 %-იან ზრდაზე, რომელიც უნდა წავიდეს გიგაურების და სხვა ენჯეოების ჯიბეებში. მათ ქართველი ხალხის ბედი კი არ ადარდებთ, რომ რაიმე პროგრამა დააფინანსონ, საზოგადოების განვითარებას ხელი შეუწყონ, მათი მთავარი მიზანი არის ამ აგენტურული ძალების გამოკვება, რომ როგორმე ამ ფულით წყურვილი გაუღვიძონ, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ და მოახდინონ რევოლუცია სცენარის სისრულეში მოყვანა, მაგრამ აღარავინ იჯერებს ამ ყველაფერს, სახეზეა მათი ქმედება და ბუნებრივია, რომ აღარ ეყიდებათ ეს იაფფასიანი ტყუილები“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031