გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი იტალიის პრემიერის განცხადებაზე, რომ „დროა ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს“: ეს განცხადებები უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო ევროპელი ლიდერებისგან, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს

10-01-2026

მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები უფრო ადრეც უნდა გაკეთებულიყო ევროპელი ლიდერებისგან, იმიტომ, რომ სიღრმეში შევიდა ეს ომი, ომი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიწასთან გაასწორა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, გააჩანაგა მისი უამრავი ქალაქი და პირისაგან მიწისა აღგავა უამრავი დასახლებული პუნქტი,- ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებას - „ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს“.


სოსიაშვილის განცხადებით, აღნიშნული განცხადებები უკვე დაგვიანებულიც კია, რამდენადაც დიალოგს და მაგიდასთან დაჯდომას ალტერნატივა არ აქვს.


„შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება დაგვიანებულიც კია, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, ცეცხლის შეწყვეტას, დიალოგს, ალტერნატივა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ყველა ომს გააჩნია თავისი პრევენციული ქმედებები და შემდეგ დაზავებაც და დაზავება დაგვიანებულიც კია, როცა ამდენი ადამიანი იხოცება შენს თვალწინ კეთილი ნება უნდა იბოძო, როგორც ქვეყნის ლიდერმა, დაჯდე და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც წაადგება ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031