გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაკურიანში ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართა

10-01-2026

2026 წლის პირველი „გიზ-გიზის“ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი სამთო კურორტზე  10 იანვარს  ჩატარდა.


ფესტივალზე დასწრება უფასო იყო.


ფესტივალის ფარგლებში, დამსვენებლებს ელოდა მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის, და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები და შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ენერგიული მუსიკალური პროგრამა.


ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე  საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.  


ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი „გიზ-გიზი“ 17 იანვარს გუდაურში გაიმართება.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი „გიზ-გიზი“ მე-3 წელია საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728