გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეზა ფაჰლევი კითხვაზე, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ირანში მოქალაქეების სიკვდილზე: ეს ომია და ომს მსხვერპლი მოჰყვება

13-01-2026

„არის თუ არა პასუხისმგებლობიანი ირანში მოქალაქეების გაგზავნა სასიკვდილოდ? თქვენ გეკისრებათ თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა?“ - ამ კითხვით მიმართა CBS News-ის ჟურნალისტმა, ნორა ო. დონელმა, ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს, რეზა ფაჰლევის, რომელიც აშშ-ში, ემიგრაციაში ცხოვრობს.


ფაჰლევის თქმით, ეს ომია, ხოლო ომს მსხვერპლი მოჰყვება, დაღუპულთა რაოდენობის შესამცირებლად კი საჭიროა ქმედება.


„ეს ომია და ომს მსხვერპლი მოჰყვება. სწორედ იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები და მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა - განსაკუთრებით უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ამ რეჟიმის მიერ კვლავ და კვლავ იღუპებიან - აუცილებელია ქმედება,“ - განაცხადა რეზა ფაჰლევიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930