გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას დელეგაციას ეკონომიკური რეფორმები გააცნეს

13-01-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი ბოტსვანას ვიცე-პრეზიდენტს ნდაბა ნკოსინატი გაოლატეს (Ndaba Nkosinathi Gaolathe) შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბოტსვანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.


სტუმრებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოში მიმდინარე კაპიტალის ბაზრის რეფორმისა და ადგილობრივი მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეულია როგორც ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობით, ისე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე და ამავე უწყების ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930