გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ სიღნაღში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

16-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით  1990 წელს დაბადებული  გ.მ. დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 იანვარს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031