გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, გლდანში მათი ჟურნალისტი სცემეს

28-11-2018

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში მყოფ არხის ჟურნალისტს გადაღებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


ტრაპაიძემ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე პირდაპირ ეთერში ჩართვას გეგმავდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


„ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ, სადაც ავტობუსების მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლების გადაყვანა რეგიონებში. ის იყო მობილური ტელეფონით და კამერით აპირებდა ჩვენთვის ლაივ რეპორტაჟის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც მან ჩართო ტელეფონი, ჩაარტყეს და არ მისცეს გადაღების საშუალება“, - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.


მისი ინფორმაციით, ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.


Ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930