გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით 4 პირი ცხელ კვალზე დააკავა

17-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით 4 პირი - 1998 წელს დაბადებული თ.ტ., 2000 წელს დაბადებული გ.ტ., 2005 წელს დაბადებული ვ.ს. და 1997 წელს დაბადებული მ.ხ. - დააკავეს. იმფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს 1997 წელს დაბადებულ მ.ხ.-ზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031