გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, როგორ ვიხტუნაო საკანში სწორად

17-01-2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, აჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საპყრობილეში, მისი საკნის ქვემოთ პაატა ბურჭულაძეა მოთავსებული.


სააკაშვილის თქმით, ის საკანში კალათბურთის ილეთებში ვარჯიშობს, ხოლო ამ ხმაურს  ბურჭულაძე პირობით ნიშნებად აღიქვამს.

ამის შესახებ „ტვ პირველის“ სიუჟეტშია ნათქვამი.


„პაატა ბურჭულაძეს, როგორც ირკვევეა, 322-ე საკანში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ურღვევს“ - ხაზგასმულია სიუჟეტში.

„ჩემს ქვემოთ საკანში, განთავსებულია პაატა ბურჭულაძე, მე კი ხშირად კალათბურთის მოძრაობებს ვაკეთებ საკანში და მაღლა დავრბივარ, პაატამ კი შემომითვალა, მესმის, რომ რაღაცას მიკაკუნებ და იქნებ კოდი გამომიგზავნო, თითოეული დაკაკუნება რას ნიშნავსო, მაგალითად, ერთი დაკაკუნება მისალმება იყოს, ორი - ჯანმრთელად ყოფნის შეტყობინება, სამი - განგაშიო...


ხოდა ახლა ვფიქრობ, თუ როგორ ვიხტუნაო სწორად“ - ციტირებს  „ტვ პირველი“ სააკაშვილის სიტყვებს სიუჟეტში.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930