გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუდაურში ფესტივალი „გიზ-გიზი" ტარდება

17-01-2026

ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი „გიზ-გიზი" გუდაურში იმართება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამთო კურორტის დამსვენებლებისა და ადგილობრივებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიება მოეწყო.


ფესტივალზე დასწრება უფასოა.


ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები დახვდათ.  


ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე  საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.  


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი „გიზ-გიზი" მე-3 წელია საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930